როლექსის ნომინაცია ROLEX ONE TO WATCH - 2012 წ. იანვარი

26 იანვარი 2012 წ.

როლექსის ნომინაციაში (ROLEX ONE TO WATCH) 2012 წლის იანვარში ერთდროულად გაიმარჯვეს შალვა გაჩეჩილაძემ (საქართველო) და რენე ტებელმა (გერმანია). ორივემ დეკემბერში როლექსის რეიტინგის 304 ადგილიდან 238 ადგილზე - 66 ადგილით გადაინაცვლეს.

შალვა გაჩეჩილაძე შეჯიბრზე დაბრკოლებათა გადალახვაში, ბაქოში, აზერბაიჯანში, 28-31 დეკემბერი 2011 წ.

...

შალვა გაჩეჩილაძემ წარმატებას ადრეულ ასაკში, 20 წლისამ, 2009 წელს მიაღწია, როდესაც პირველი ადგილი დაიკავა FEI-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო CSI2* ეტაპზე. გაჩეჩილაძემ "სატურნთან" ერთად მოიგო საქართველოსა და კავკასიის ლიგის შეჯიბრები.

როლექსის რეიტინგში გაჩეჩილაძის წინსვლა დაიწყო 2011 წლის დამაჯერებელი შედეგებიდან. ამჟამად გაჩეჩილაძე მონაწილეობას FEI-ს მსოფლიო თასის კავკასიის ლიგაში, სადაც ის რეიტინგში მეოთხეა. ახალგაზრდა ქართველ ცხენოსანს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის იმედი აქვს.

როლექსის ნომინაცია Rolex One to Watch წარმოადგენს აქციას, რომელიც ავლენს იმ ცხენოსნებს, რომლებმაც როლექსის რეიტინგის ტოპ 250-ეულში წინა თვეში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთეს.

როლექსის რეიტინგების სანახავად დააჭირეთ აქ.

შენიშნვა: სტატია მოყვანილია შემოკლებით. დედანი იხილეთ ბმულზე.